...
Layer_x0020_1 (1) (1)

საქართველო

ღვინის აკვანი

საქართველო უკვე დიდი ხანია, რაც ღვინის სამშობლოსთან ასოცირდება. მევენახეობისა და მეღვინეობის უძველეს ნეოლითის ხანაში, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქამდე, დმანისამდე მივყავართ. რამდენიმე ათწლეულით ადრე, დედაქალაქ თბილისის სამხრეთით მდებარე „დანგრეული გორას“ ნამოსახლარის ნანგრევებში, არქეოლოგებმა ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს, რომელიც ქრისტესშობამდე VI ათასწლეულით თარიღდებოდა.

აღმოჩენილი წიპწების მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული მახასიათებლები ევროპული ვაზის იდენტური იყო. ცოტა ხნის წინ განახლებული არქეოლოგიური გათხრებით „გადაჭრილი გორას“ ნამოსახლარის ნანგრევებში დამატებით ნეოლითის ხანის ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს. აღნიშნულის გარდა, მიაგნეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს. მასალის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა ღვინის მჟავას კალციუმის მარილების ნალექები, რომლის აღმოჩენა მხოლოდ ღვინის ან ყურძნის წვენის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ქვევრი მეღვინეობაში პირველად გამოყენებული ჭურჭელია. არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურეს მისი 8000 წლიანი ისტორია და მასში ღვინის ფერმენტაციის პროცესი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ნაწილია. 2013 წელს მეღვინეობის ამ უძველეს ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ჩვენი კომპანია მოხარულია, რომ KTW ჯგუფის ქვევრის საფერავის ღვინო ბორდოში, საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციის (La Cité du Vin) სადეგუსტაციო დარბაზშია წარმოდგენილი.

qvev-p-1600 1
ისტორია

კომპანიის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც ანთიმოზ ჩხაიძემ დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის სოფელ ასკანაში ღვინის მარანი დააფუძნა. მან ისეთი იშვიათი და გამორჩეული ქართული ღვინის წარმოებით გაითქვა სახელი, როგორიცაა: ჩხავერი, ცოლიკოური და ჯანი. ანთიმოზმა საკუთარი საქმიანობით სახელი შავი ზღვის მასშტაბით გაითქვა - მეღვინეს თავისი ღვინო მეზობელ ქვეყნებში გაჰქონდა. ანთიმოზის მარანში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი 1880 წლით თარიღდება.

საუკუნის გასვლის შემდეგ, 2001 წელს, ანთიმოზის შვილთაშვილმა, ზურაბ ჩხაიძემ, ახალი ძალებითა და ენერგიით, გააგრძელა დიდი ბაბუის დანატოვარი ტრადიცია და ჩამოაყალიბა კომპანია - „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. მას შემდგომ, დაუღალავი შრომისა და მუდმივი განვითარების შედეგად, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართულ ბაზარზე ღვინის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია გახდა, რომლის გაყიდვები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას ფარავს და, ამასთანავე, მოწინავე პოზიციებს იკავებს ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს შორის.

კომპანია დღემდე აგრძელებს ოჯახის მეღვინეობის ტრადიციას. დღესდღეობით, კომპანიის რიგებს შეემატა ახალი თაობა, რომელიც წარმატებით უძღვება და აგრძელებს ოჯახის ძირძველ ტრადიციას. ზურაბის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.

ამბავი
wt_bg_grape-p-1600 1

დღესდღეობით, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ფლობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 7 მაღაზია-სალონს, ღვინის 3 საწარმოს, ხილისა და თაფლის გადამამუშავებელ 2 საწარმოს, 3 რესტორანს, 2 სასტუმროსა და 1 შატოს. რომელიც ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველმყოფელი მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანიის მთავარი ღვინის საწარმოში, ველისციხეში, ყურძნის მიღება-გადამუშავება და საღვინე მასალის დამზადება მიმდინარეობს. კომპანიის პოტენციალი წელიწადში ითვლის 10 000 ტონა ღვინის მასალას და 20 000 ტონას სასპირტე მასალას ბრენდის დასამზადებლად.

2015 წელს ქედაში, დასავლეთ საქართველოში, შავ ზღვასთან ახლოს მდებარე მთიან რეგიონში, KTW ჯგუფმა ახალი ღვინის საწარმო გახსნა, სადაც ღვინო მხოლოდ ენდემური და იშვიათი ქართული ჯიშის ყურძენისგან იწარმოება. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საქართველოში #1 კომპანიაა ვენახის მთლიანი ფართობით, რომელიც ჯამში 1500 ჰა-ს ითვლის. ამავდროულად, კომპანია ლიდერია ღვინისა და ბრენდის ექსპორტში. „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საქმიანობა არ შემოიფარგლება მეღვინეობის სტატუსით, კომპანია აქტიურად არის ჩართული სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, მშენებლობასა და დეველოპმენტში, სარესტორნო ბიზნესში, ადგილობრივ დონეზე და ევროპის მასშტაბით მესამე მხარის საქონლის იმპორტსა და დისტრიბუციაში.

zura-min

„მთელი ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ ყურძენსა და ღვინოს უკავშირდება. ჩვენს ოჯახში ვაზის კულტურასა და ქართული ღვინის კულტს თავიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ გადავწვიტე, ქართული მეღვინეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. 2001 წელს, როდესაც კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ დავაარსე და ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეღვინე ვიყავი, ჩემში აღტაცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა ქართული ვაზის უსაზღვრო შესაძლებლობები, გემოები და არომატები, რომელსაც ყოველი ახალი ჯიშის ყურძნის დაწურვისას ვგრძნობდი და ასე გრძელდება დღემდე.

კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საკმაოდ საინტერესო და გრძელი გზა განვლო და ამ დროის განმავლობაში KTW ჯგუფმა ჰოლდინგის სტატუსი მოიპოვა. ჩემთვის საამაყოა, რომ KTW ჯგუფში დაახლოებით 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებში ქმნიან იმ სანდო ღირებულებებს, რასაც „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ წარმოადგენს. ჩვენი ჯგუფი ორიენტირებულია ხარისხზე, ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმის ბალანსზე, რათა, პირველ რიგში, პირნათელები ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, მუდმივად შევთავაზოთ მათ სიახლეები და შევინარჩუნოთ ქართული სული ჩვენს თითოეულ პროდუქტში"

ზურაბ ჩხაიძე

KTW Group-ის დამფუძნებელი

ხედვა

ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია! - მიზანი, რომელიც შემდგომში KTW ჯგუფის სლოგანად იქცა, სრულფასოვნად გამოხატავს მის ძირითადად მისწრაფებებსა და ფასეულობებს. საქმიანობის დასაწყისში კომპანიაში დასაქმებული იყო მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც ვაზისა და ღვინის სიყვარული აერთიანებდათ. საერთო ღირებულებების მქონე ადამიანთა ჯგუფმა დაისახა კონკრეტული მიზანი - შეექმნათ ისტორიით გაჯერებული და თანამედროვეობასთან შერწყმული ხარისხიანი ქართული პროდუქტი.

ამ ხედვით კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროს ქვეყნის წამყვად ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელსაც არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული საერთაშორისო ასპარეზზე. თითოეული ჯილდო კი, დამატებითი მამოტივირებელი ძალაა, ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვეევბს და როგორც ჩვენი კომპანიის სლოგანი ამბობს -„ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია“.

ჩვენი გუნდი

დღეს, KTW ჯგუფში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობითა და თავიანთი საქმის სიყვარულით გამოირჩევიან. პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ყოველდღიურად ქმნის იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც KTW ჯგუფის სახელით გვხვდება სხვადასხვა ბაზარზე. მენეჯმენტი კი, თავის მხრივ, მუდმივად ცდილობს, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სამუშაო გარემო იყოს შექმნილი. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმოს რეგიონალურ პროექტებს, რომლებითაც რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს შემოუერთდნენ KTW ჯგუფის დიდ გუნდს და იპოვოთ თავიანთი ადგილი პროფესიაში.

KTW ჯგუფის გუნდის ხედვა, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება წარმოებული პროდუქციის ხარისხზე პირდაპირ ისახება, რაზეც მეტყველებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მიღწეული არაერთი წარმატება. სწორედ ეს განაპირობებს მაღალი ნდობის ხარისხს, რომელიც მომხმარებლებსა და პარტნიორებს ჰოლდინგის მიმართ გააჩნიათ.

0 +
ჰექატრი ვენახი

გურჯაანი,კახეთი

ყვარელი,კახეთი

წინანდალი,კახეთი

ახმეტა,კახეთი

საგარაჯო,კახეთი

საგურამო,შიდა ქართლი

გორი,შიდა ქართლი

ქვემო ქართლი

ქედა,აჭარა

ასკანა,გურია

ამბროლაური,რაჭა

sep_top
ka_GEGeorgian
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.