საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო, რომელიც გარშემორტყმულია KTW ჯგუფის ულამაზესი ვენახებით და კავკასიონის მთების მომაჯადოვებელი ხედებით, მთელი წლის განმავლობაში დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ. თქვენს განკარგულებაშია სასტუმროს 41 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, საცურაო აუზები და სპა. „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს განიტვირთოს და ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიციას კახეთის გულში ეზიაროს.
სტუმრებისთვის სასტუმროში გათვალისწინებულია საინტერესო აქტივობები, მათ შორისაა: კვადრო ტურები ზეგაანის მონასტერში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ულამაზესი ბუნება დაათვალიერონ. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში, როგორიცაა: ქართული პურის ცხობა თონეში (ღრმა წრიული ღუმელი), ჩურჩხელას, ხინკლისა და ქართული ბარბექიუს (მწვადი) დამზადება. „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ 2018 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სასტუმროა დამსვენებლებისთვის.
ნისლებიდან მომზირალი KTW ჯგუფის სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ისტორიულ მოგზაურობაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ დასახლებაში მიგვიძღვება და მოგზაურს ქართული ღვინის კულტურის ღრმა და ისტორიული გამოცდილებით, კახეთის ფერდობების და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედებით აჯილდოებს.
village 1502, Georgia, Kakheti, Gurjaani district,