„KTW დეველოპმენტი“ 2016 წელს დატვირთულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი ხედვით წარსდგა - მშენებლობის პროცესში გამოეყენებინა მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები და აეშენებინა მხოლოდ ენერგოეფექტური, ეკომეგობრული კომპლექსები.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ხედვას კომერცია ისრუტავს და მშენებლობის ხარისხიც შესაბამისად ვარდება. კომპანია საპირისპიროსკენ ისწრაფვის და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ხარისხსა და მიდგომას აუმჯობესებს. სწორედ ეს გამოარჩევს და უპირატესს ხდისს სხვა კომპანიებთან მიმართებით.
„KTW დეველოპმენტის“ გუნდი საერთო მიზანს ემსახურება - შექმნას თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებული პროექტები. სწორედ ასეთია „მთაწმინდა პანორამა“, რომელიც გამორჩეულია თავისი კონცეფციით, უნიკალური ადგილმდებარეობით და მშენებლობის ხარისხით.
ისტორია
როგორ შეიქმნა KTW დეველოპმენტი
„კატევე დეველოპმენტი“ (KTW DEVELOPMENT ) 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. იგი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ შვილობილი კომპანიაა. „კატევე ჯგუფი“ უკვე 21 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და თავისი პროდუქციით მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის. შესაბამისად, ჰოლდინგს საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ამ ეტაპზე „კატევე დეველოპმენტიც“ შემდეგი მიზნით იწყებს მუშაობას - საერთაშორისო ასპარეზზე თავი უპირველესად წარმოაჩინოს, შემდეგ კი, დაიმკვიდროს.
მთაწმინდა პანორამა – ექსკლუზიური და ყველაზე პრესტიჟული მიმდინარე პროექტი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე.
თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში მდებარე აპარტამენტები, რომელსაც კომპანია KTW Development ახორციელებს, ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. ინდივიდუალური დიზაინით და განსაკუთრებული ყურადღებით შექმნილი თითოეული დეტალი სივრცის, ბუნებრივი სინათლისა და ფუფუნების სრულყოფილ ნაზავს წარმოადგენს. პროექტი უნიკალურია თავისი ულამაზესი ხედებით, სადაც ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე 360 გრადუსიანი პანორამა იშლება. პროექტი დახურულ აუზსა და სავარჯიშო სივრცეს აერთიანებს.s