...
Layer_x0020_1 (1) (1)

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) შეუერთდა

კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW), საქართველოს უმსხვილესი მეღვინეობის კომპანია, რომელიც Forbes Georgia  2020 წლის 50 მსხვილ ქართულ ბიზნეს ოპერატორების სიაში მოხვდა, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

 

KTW ძირითადი ღირებულება ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაა. შესაბამისად, კომპანია ყოველწლიურად ზრდის ვენახების ფართობებს და არსებული გეგმის მიხედვით 2025 წლისათვის 10,000 ჰექტარს მიაღწევს, თანაც ისე, რომ KTW-ს პროდუქციის ხარისხის კონტოლს „ვენახიდან-თარომდე“ გაუწევს.

 

აღსანიშნავია, რომ KTW ჯგუფი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა, მეღვინეობა და მევენახეობა 4 ღვინისა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმოთი, 1100 ჰექტრამდე გაშენებული ვენახები და 3 ღვინის მარანი, ასევე, ხილის გადამუშავება (Nena / ნენა – ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო) და სტუმართ-მასპინძლობის საწარმოები (Akhasheni Wine Resort & Spa – 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში; Orbeliani Residence & Garden – სასტუმრო და რესტორანი ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე; Chateau Askana – უახლესი პროექტი გურიაში, რომელიც მოიცავს მივიწყებული დასავლური ენდემური ჯიშების აღდგენას და მათ წარმოებას; Chamber of Georgian Wine – ქართული რესტორანი მცხეთაში; Guramishvilis Marani – უმაღლესი დონის ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი; Velistsikhe Veranda – ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი, რომლის საფერავიც ბორდოს ღვინის მუზეუმში La Cite Du Vin-ში არის წარმოდგენილი).

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მეღვინეობისა და მევანახეობის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია შემოუერთდა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) სახით. ასოციაცია პანდემიის პირობებშიც განაგრძობს წევრების მიღებას,  მათ ინტერესებზე ზრუნვას და მხარდაჭერას, რადგან ბიზნეს სექტორი დღეს განსაკუთრებით საჭიროებს ამას. ვიმედოვნებთ, რომ KTW-ს და BAG-ის თანამშრომლობა ნაყოფიერი და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული იქნება“ – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

sep_top
ka_GEGeorgian
DSC05504-HDR
9W1A1531 (1)
67
DSC07638-HDR
Dh9lOTRj12J-z-0-y-64200781adc8b904c3369097
RT4d2FjvfcM-z-0-y-642011787cb3b9797b2f9fb0
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.