საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოსთან ასოცირდება. მევენახეობისა და მეღვინეობას უძველეს ნეოლითის ხანაში, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქამდე - დმანისამდე მივყავართ. რამდენიმე ათწლეულით ადრე, დედაქალაქ თბილისის სამხრეთით მდებარე „დანგრეული გორას“ ნამოსახლარის ნანგრევებში, არქეოლოგებმა ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს, რომელიც ქრისტესშობამდე VI ათასწლეულით თარიღდებოდა.
კომპანიის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც ანთიმოზ ჩხაიძემ დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის სოფელ ასკანაში ღვინის მარანი დააფუძნა. მან შავი ზღვის მასშტაბით ისეთი იშვიათი და გამორჩეული ქართული ღვინის წარმოებით გაითქვა სახელი, როგორიცაა: ჩხავერი, ცოლიკოური და ჯანი. მეღვინეს თავისი ღვინო მეზობელ ქვეყნებში გაჰქონდა. ანთიმოზის მარანში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი 1880 წლით თარიღდება.
დღეს, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელშიც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 8 მაღაზია-სალონს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 3 საწარმოს, ხილის, ბოსტნეულისა და თაფლის გადამამუშავებელ 2 საწარმოს, 3 რესტორანს, სასტუმროსა და შატოს ფლობს. ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიმართულებით, კომპანიის პოტენციალი წელიწადში 10 000 ტონა ღვინის მასალასა და ბრენდის დასამზადებლად 20 000 ტონა სასპირტე მასალას ითვლის.
ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია! - მიზანი, რომელიც შემდგომში KTW ჯგუფის სლოგანად იქცა, მის ძირითადად მისწრაფებებსა და ფასეულობებს სრულფასოვნად გამოხატავს. საქმიანობის დასაწყისში კომპანიაში მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებსაც ვაზისა და ღვინის სიყვარული აერთიანებდათ. საერთო ღირებულებების მქონე ადამიანთა ჯგუფმა კონკრეტული მიზანი დაისახა - შეექმნათ ისტორიით გაჯერებული და თანამედროვეობასთან შერწყმული ხარისხიანი, ქართული პროდუქტი.
დღეს KTW ჯგუფში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობითა და თავიანთი საქმის სიყვარულით გამოირჩევიან. პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ყოველდღიურად იმ პროდუქტსა და სერვისს ქმნის, რომელიც KTW ჯგუფის სახელით სხვადასხვა ბაზარზე გვხვდება. მენეჯმენტი კი, თავის მხრივ, თანამშრომლისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მუდმივად ცდილობს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმოს რეგიონალურ პროექტებს, რომლებითაც რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს შემოუერთდნენ KTW ჯგუფის დიდ გუნდს.
KTW ჯგუფის გუნდის ხედვა, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება წარმოებული პროდუქციის ხარისხზე პირდაპირ ისახება, რაზეც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მიღწეული არაერთი წარმატება მეტყველებს. სწორედ ეს განაპირობებს ნდობის მაღალი ხარისხს, რომელიც მომხმარებლებსა და პარტნიორებს ჰოლდინგის მიმართ გააჩნიათ.
Gurjaan, Kachetia
Kvareli, Kachetia
Tsinandali, Kachetia
akhmeta, Kacheti
Kakheti, sagarajo
Kakhetia, sagouramo
Shida Kartli, gori
kwemo Kartli
Keda, Adjara
Askana, Guria
Ambrolauri, Racha
ლეჩხუმი