KTW
  • Geo
  • Eng
  • Rus
  • Pln

მაღაზია

KTW
  • Geo
  • Eng
  • Rus
  • Pln
  • Geo
  • Eng
  • Rus
  • Pln

ტერავინო

ტერავინო – რესტორანი ყაზბეგში, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს.

აქ როგორც ადგილობრივების მიერ მოხევურ, ხელით მოხვეულ, ასევე ქალაქურად მომზადებულ ხინკალს შეხვდებით. საკმაოდ ვრცელ მენიუში მთის ხაჭაპურს – ფხლოვანსა და ჭახრაკინსაც იპოვით.

„ტერავინოში“ ბრენდთან და ჭაჭასთან ერთად, 80-ზე მეტი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი.

მარანი

ტერავინო

რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი. ტერასას კი, 100 სტუმრის მიღება შეუძლია. „ტერავინოს“ სამზარეულო ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხედვების სინთეზია. სივრცის კონცეფცია და დიზაინი მინიმალისტურია, თუმცა  გარემოს ავთენტურად ერწყმის.

„ტერავინოში“ ბრენდთან და ჭაჭასთან ერთად, 80-ზე მეტი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. მუკუზანის, ქინძმარაულის, კახურისა და წინანდლის ღვინოების დაგემოვნება კი, პირდაპირ უჟანგავი ფოლადის ცისტერნებიდანაა შესაძლებელი. ბარისა და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.

teravino-restaurant-&-wine-house-light-min (1)

რესტორანი „ორბელიანი გარდენი“ თბილისის ცენტრში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე მდებარეობს.

Address

Tel:

591 40 12 91

Email