გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
რესტორანი ისტორიული მარნის სივრცეშია განთავსებული, რომელიც ცნობილი
ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა.
რესტორნის სივრცე ინტერიარით და ექსტერიერით, სრულად იზიარებს ამ ისტორიული
ადგილის მნიშვნელობას და თანამედროვე ელემენტებით წარსულის შესახებ
მოგვითხრობს.
რესტორნის მენიუში კერძების ფართო ასორტიმენტი ქართული და ევროპული
სამზარეულოდანაა წარმოდგენილი. რესტორნის ეზო მარადმწვანე მცენარეებითა და
ყვავილებითაა მოწყობილი, სადაც იშვიათი ყურძნის ჯიშების ვენახსაც შეხვდებით. აქვეა
სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც სტუმრებს ღვინისა და სხვადასხვა სახის კერძის
დაგემოვნება შეუძლიათ. ამ სივრცეშივე ეწყობა მასტერკლასები და თემატური
საღამოები.
რესტორნის დიდი დარბაზი 200 სტუმარზეა გათვლილი და მას შეუძლია ქორწილებსა და
სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს. ორანჟერეა კი, 70 ადამიანზეა გათვლილი.
უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი,
გურამიშვილის მარანი შესანიშნავი ადგილია ღვინისა და გასტრონომიის
მოყვარულთათვის.
რესტორანი „ორბელიანი გარდენი“ თბილისის ცენტრში, განახლებულ ორბელიანის
მოედანზე მდებარეობს. სივრცე მაღალი კლასის რესტორანსა და გარე კაფეს აერთიანებს.
რესტორნის მენიუ ქართული და ევროპული სამზარეულოს ნაზავია, რომელიც შეფ-
მზარეულის თანამედროვე ხედვასა და დახვეწილ ინტერპრეტაციას ეყრდნობა.
რესტორნის შიდა სივრცე თანამედროვე სტილის ჰარმონიული კომბინაციაა. გარე
ტერიტორია მარადმწვანე მცენარეებითაა გაფორმებული, რომელიც ბუნების მსგავს სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. შიდა და გარე სივრცეებში 100-ზე მეტი ადამიანის
თავმოყრაა შესაძლებელი.
ტერავინო – რესტორანი ყაზბეგში, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს.
რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი. ტერასას კი, 100 სტუმრის მიღება შეუძლია.
„ტერავინოს“ სამზარეულო ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხედვების სინთეზია. თავად კონცეფცია და დიზაინი მინიმალისტურია და ავთენტურად ერწყმის გარემოს.
აქ როგორც ადგილობრივების მიერ მოხევურ, ხელით მოხვეულ, ასევე ქალაქურად მომზადებულ ხინკალს შეხვდებით. საკმაოდ ვრცელ მენიუში მთის ხაჭაპურს – ფხლოვანას და ჭახრაკინასაც იპოვით.
„ტერავინოში“ ბრენდთან და ჭაჭასთან ერთად, 80-ზე მეტი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. მუკუზნის, ქინძმარაულის, კახურისა და წინანდლის ღვინოების დაგემოვნება კი, პირდაპირ უჟანგავი ფოლადის ცისტერნებიდანაა შესაძლებელი. ბარის და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.