ღვინო დამზადებულია ტრადიციული მეთოდით ველისციხეში, კახეთის რეგიონში გაშენებული საფერავის ყურძნის ჯიშისგან. ნარჩევი ყურძენი ჩაიწურა და დადუღდა უჟანგავ ცისტერნებში. ჭაჭის გამოცლის შემდეგ ღვინის დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ცისტერნებში მიკროოქსიგენაციის გზით სამი თვის განმავლობაში.
ღვინო მუქი ძოწისფერია, ხასიათდება მწიფე შავი ხილისა და ჩირის არომატებით, ხავერდოვანი ტანინით.
შენახვის პირობები: 5-20°C – მდე.