პატარძეულის ღვინის მაღაზია-სალონი კახეთის რაიონში, კახეთის გზატკეცილი 41 კმ. მდებარეობს.
აქ წარმოდგენილი KTW ჯგუფის ღვინის, ცქრიალა ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის ფართო ასორტიმენტი.
ადგილზე მოსულ სტუმრებს, სასმელების შეძენასთან ერთად, KTW ჯგუფის საწარმოს დათვალიერება და ღვინის დაგემოვნება პირდაპირ უჟანგავი ფოლადის ცისტერნებიდან შეუძლიათ. ასევე სხვადასხვა მასტერკლასში მონაწილეობა, როგორიცაა: თონის პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ნამდვილი კახური მწვადის შეწვა და ხინკლის მოხვევა.