ღვინის მაღაზია საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
აქ წარმოდგენილი KTW ჯგუფის ღვინის, ცქრიალა ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის ფართო ასორტიმენტი.
ღვინის მაღაზია ისტორიული გურამიშვილის მარნის ტერიტორიაზეა განთავსებული. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ მარანი, გაეცნონ და დააგემოვნონ ადგილზე წარმოებული ღვინოები. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს რესტორანი, რომელიც ინტერიერითა და ფასადით დაბალანსებულად არის შერწყმული გარემოსთან. რესტორნის ეზო კი, არაერთ საინტერესო კუთხეს აერთიანებს, რომელიც ყველა გემოვნების სტუმარზეა მორგებული.