უნიკალური ქართული ბრენდი ძველი კახეთი V.S.O.P რეზერვი რქაწითელის, მანავის მწვანესა და ცოლიკოურის კუპაჟის დისტილატით მზადდება. იმთავითვე პროფესიონალურად შერჩეული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება აღნიშნულ ბრენდს სრულიად განსხვავებულ გემოს სძენს. დამატებითი არომატების მისაღებად, ძველი კახეთი V.S.O.P რეზერვი დავარგების პროცესს „იბერიკის“ მუხის კასრებში გადის. დაძველების შედეგად, ბრენდი ქარვისფერ შეფერილობას იღებს. ძველი კახეთი V.S.O.P რეზერვი ხავერდოვანი გემოების საუცხოო ბუკეტს წარმოადგენს. გემოს სრულყოფისთვის, ბრენდს თან სდევს მშრალი ხილის დაბალანსებული არომატები და ვანილის გამოხატული ტონები.