გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ამ ადგილს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის მარანი, სადაც კომპანია მაღალი ხარისხის მშვიდ და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. მარანი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. დიდი ძალისხმევის შედეგად უძველეს მარანთან ერთად KTW ჯგუფმა საღვინე ვაზის იშვიათი ენდემური ჯიშები აღადგინა.
დღეს, გურამიშვილის მარანი ღვინოს და კლასიკური მეთოდით ცქრიალა ღვინოს რეგულარულად აწარმოებს. მარნის ძირითადი მიმართულება იშვიათი, ენდემური ყურძნის ჯიშისგან ღვინის წარმოებაა, რომელიც შერეულია ევროპულ ტრადიციულ მეთოდებთან (მუხის კასრებში და შამპანურის ტრადიციული მეთოდით).
საწარმოს ერთ დღეში 110 ტონა ყურძნის მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. ერთ საათში კი, 700-700 ბოთლ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს.