KTW ჯგუფს ვენახები მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს გაშენებული. საერთო ჯამში, კომპანიის ვენახების ფართობი 1500 ჰექტარს აჭარბებს. კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა და გურია - KTW ჯგუფმა ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გააფართოვა.
კახეთში - ახმეტის მიკროზონაში - ხიხვი და ქისი, წინანდლის მიკროზონაში - კახური მწვანე, მანავის მიკროზონაში - მანავის მწვანე, ხაშმის მიკროზონაში - ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, რომელიც მცირედ გავრცელებული ჯიშია, ახაშენის მიკროზონაში - საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონაში - ქინძმარაული, ხოლო ზიარის მიკროზონაში - საფერავი გააშენა.
ქართლში - სოფელ მარანასა და ფლავისმანში - შავკაპიტო, გორული მწვანე, ბუზა, დანახარული და ის სხვა ენდემური ყურძნის ჯიშები აღადგინა-გააშენა, რომლისგანაც მშრალ ღვინოებს აწარმოებს. გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სხვა საკოლექციო ყურძნის ჯიშებით ვენახი გააფართოვა საგურამოში. რაც შეეხება დუშეთის რაიონ, სოფელ მჭადიჯვარს - ამ გამორჩეული ნიადაგის მქონე 100 ჰექტარ ფართობის მიწაზე KTW ჯგუფმა შავკაპიტოს, ხიხვის და გორული მწვანის ვაზის ჯიშები დარგო. იმერეთში - ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ჩხავერის ჯიშის ვენახი გააფართოვა. რაჭაში - ალექსანდროულ-მუჯულეთურის ვენახი გააშენა. გურიაში - ჩხავერის ყურძნის ჯიშის გაშენება დაიწყო.
Plantacje oliwek
სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი - ის ადგილია, სადაც KTW ჯგუფი ზეთისხილს აშენებს. როგორც კვლევებმა დაადასტურა, ბოდბისხევის ამ ტერიტორიაზე ნიადაგი, კლიმატური პირობები და ჰავა აბსოლუტურად თავსებადია ზეთისხილის კულტურასთან. ამავე ტერიტორიაზე შენდება კაკლოვანი ჯიშები, თხილი და ნუში.
Plantacje orzechów laskowych
თხილი, ერთ–ერთი უძველესი კაკლოვანი კულტურაა საქართველოში. თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით და საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე, დიდ ინტერეს იწვევს. თხილის პლანტაციები KTW ხობმა 2017 წელს გააშენა. აქ გაშენებულია დაახლოებით 100 ათასი ქართულ-იტალიური ჯიშის თხილის ნერგი.