გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. რესტორანი ისტორიული მარნის სივრცეშია განთავსებული, რომელიც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. რესტორნის სივრცე ინტერიერითა და ექსტერიერით ამ ისტორიული ადგილის მნიშვნელობას სრულად იზიარებს და წარსულის შესახებ თანამედროვე ელემენტებით მოგვითხრობს.
რესტორნის მენიუში კერძების ფართო ასორტიმენტი ქართული და ევროპული სამზარეულოდანაა წარმოდგენილი. რესტორნის ეზო მარადმწვანე მცენარეებითა და ყვავილებითაა მოწყობილი, სადაც იშვიათი ყურძნის ჯიშების ვენახსაც შეხვდებით. აქვეა სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც სტუმრებს ღვინისა და სხვადასხვა კერძის დაგემოვნება შეუძლიათ. ამ სივრცეშივე ეწყობა მასტერკლასები და თემატური საღამოები.
რესტორნის დიდი დარბაზი 200 სტუმრისათვისაა და მას შეუძლია ქორწილებსა და სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს. ორანჟერეა კი, 70 ადამიანზეა გათვლილი. უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი გურამიშვილის მარანი შესანიშნავი ადგილია ღვინისა და გასტრონომიის მოყვარულთათვის.
რესტორანი „ორბელიანი გარდენი“ თბილისის ცენტრში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. სივრცე მაღალი კლასის რესტორანსა და გარე კაფეს აერთიანებს.
Restauracja Teravino w Kazbegi, która na 3 piętrach łączy magazyn wina, profesjonalny sklep- salon, restaurację, bar i taras.
რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი. ტერასას კი, 100 სტუმრის მიღება შეუძლია. „ტერავინოს“ სამზარეულო ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხედვების სინთეზია. სივრცის კონცეფცია და დიზაინი მინიმალისტურია, თუმცა გარემოს ავთენტურად ერწყმის.
აქ როგორც ადგილობრივების მიერ მოხევურ, ხელით მოხვეულ, ასევე ქალაქურად მომზადებულ ხინკალს შეხვდებით. საკმაოდ ვრცელ მენიუში მთის ხაჭაპურს – ფხლოვანსა და ჭახრაკინსაც იპოვით.
„ტერავინოში“ ბრენდთან და ჭაჭასთან ერთად, 80-ზე მეტი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. მუკუზანის, ქინძმარაულის, კახურისა და წინანდლის ღვინოების დაგემოვნება კი, პირდაპირ უჟანგავი ფოლადის ცისტერნებიდანაა შესაძლებელი. ბარისა და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.