უნიკალური ქართული ბრენდი ძველი კახეთი V.S.O.P რეზერვი რქაწითლის, მანავის მწვანესა და ცოლიკოურის კუპაჟის დისტილატით მზადდება. პროფესიონალურად შერჩეული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება აღნიშნულ ბრენდს სრულიად განსხვავებულ გემოს სძენს. დამატებითი არომატების მისაღებად, ძველი კახეთი V.S.O.P რეზერვი დავარგების პროცესს „იბერიკის“ მუხის კასრებში გადის. დაძველების შედეგად, ბრენდი ქარვისფერ შეფერილობას იღებს. ძველი კახეთი V.S.O.P რეზერვი ხავერდოვანი გემოების საუცხოო ნაზავს წარმოადგენს. გემოს სრულყოფისთვის, ბრენდს თან სდევს მშრალი ხილის დაბალანსებული არომატები და ვანილის გამოხატული ტონები.