...
303412331_574202091160504_8152900128938531857_n

Weranda Velistsikhe (weranda twierdzy polowej)

ველისციხის ვერანდა კახეთში, სოფელ ველისციხეში მდებარეობს, რომელიც 1500 წლიან ისტორიას ითვლის. მარანი აშენებულია კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის ბებიის ბაღში, რაც, თავის მხრივ, აქაურ ისტორიასა და ტრადიციებს მეტად ხელშესახებად აქცევს. 

 

ვერანდის მარანში მიწაში 20 ქვევრია ჩაფლული, რომელთა საერთო ტევადობა 40 ტონას შეადგენს. აქ ღვინის დაგემოვნება პირდაპირ ქვევრიდანაა შესაძლებელი. „ველისციხის ვერანდის“ „საფერავი ქვევრი“ ამაყად წარმოადგენს KTW ჯგუფისა და მთლიანად საქართველოს სახელს საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ბორდოში, სადაც ის ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის (La Cité du Vin) სადეგუსტაციო დარბაზშია წარმოდგენილი. 

 

„ველისციხის ვერანდის“ სტუმრებს ქართულ კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც აქვთ: კახური „შოთის“ (ქართული პური) გამოცხობა, ჩურჩხელის (ქართული ტრადიციული ტკბილეული) ამოვლება და სხვა.

pl_PLPolish
DSC05504-HDR
9W1A1531 (1)
67
DSC07638-HDR
Dh9lOTRj12J-z-0-y-64200781adc8b904c3369097
RT4d2FjvfcM-z-0-y-642011787cb3b9797b2f9fb0