საქართველო ოდითგანვე ცნობილია ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რომელიც გამორჩეული გემოვნური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. „ნენა“-ს პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების და ძველი საოჯახო რეცეპტების შერწყმის შედეგად მიღებული საუკეთესო მაგალითია, რომელიც ადგილობრივი ფერმერების მიერ დამუშავებული და მოყვანილი უმაღლესი ხარისხის ქართული, 100% ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება.
2014 წელს, KTW ჯგუფმა ინვესტიცია ახალი მიმართულებით განახორციელა და ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ორი საწარმო დასავლეთ საქართველოში, ქედასა და ჩოხატაურში ააშენა.
Address
Tbilisi, ul. Sulkhana Tsintsadze 12
Tel:
+995 322 23 77 00
Working Hours
Od poniedziałku do piątku: 10:00-18:30.
ნენას Asortyment
კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა – „ნენა“ 40-მდე დასახელების პროდუქციას ჩოხატაურში და 30-მდე დასახელების პროდუქციას ქედაში აწარმოებს, კერძოდ: კომპოტებს, მურაბებს, მარინადებს, ჯემებს, ტყემალ-საწებლებსა და თაფლს. „ნენა“ ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გადის: ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, გერმანია, ლატვია და ყაზახეთი. „ნენა“-ს პროდუქცია არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, გმო-ს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აკრძალულია საქართველოსა და ევროკავშირში.