ადგილწარმოშობის წითელი მშრალი ღვინო 1888 წლიდან იწარმოება. მზადდება საფერავის ყურძნის ჯიშისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში, მუკუზანის მიკროზონაში. ( ზღვის დონიდან 650-750 მეტრზე ). ღვინო მუხის კასრებში არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში ინახება. მას მუქი ლალისფერი შეფერილობა, მკაფიოდ გამოხატული ნაზი სურნელი და შესანიშნავი, ჰარმონიული გემო აქვს. შენახვის ვადა შეზღუდული არ არის თუ ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება +5-20°C, ხოლო მოხმარების ტემპერატურა +10-15°C. თიხის ჭურჭელი ღვინოს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. თითოეული ჭურჭელი უნიკალურია, განსაკუთრებული დიზაინი ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, ხელით მზადდება.