ცქრიალა ღვინო ჩხავერი თეთრი ბრუტი დამზადებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით აჭარის რეგიონში ქედაში გაშენებული ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან.
სასმელი ღია ჩალისფერია, ახასიათებს ჰარმონიული, დაბალანსებული გემო სასიამოვნო მჟავიანობით, ატმისა და გარგრის ნაზი ტონები, წვრილი, ინტენსიური ბუშტუკები.
შენახვის პირობები: 5-20° C – მდე.