ცოლიკაური თეთრი მშრალი კასრში დაძველებით- დამზადებულია ლეჩხუმში, ნოემბრის შუა რიცხვებში დაკრეფილი ცოლიკოურის ყურძნის ჯიშისგან. დაძველებულია ფრანგული მუხის კასრებში მინიმუმ 9 თვის განმავლობაში. ღვინო ღია ჩალისფერია, აქვს ჰარმონიული და დაბალანსებული გემო, კარგად გამოხატული სასიამოვნო მჟავიანობა.ხასიათდება დახვეწილი ჯიშური არომატითა , ატმისა და ციტრუსების ცოცხალი არომატებითა და განვითარებული ბუკეტით. შენახვის პირობები: 5-20 °C მდე.