დაცული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. მზადდება რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 450-750 მ-ზე მოყვანილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის რჩეული ჯიშის ყურძნისგან.
ღვინო მუქი ლალისფერია. ხასიათდება ხავერდოვანი და სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით, ალექსანდროულისთვის დამახასიათებელი შინდის არომატითა და ჰარმონიული დაბოლოებით.
უმჯობესია მიირთვათ 16-18°C-ზე