ბრენდი „ძველი კახეთი“ 7 წლიანი მზადდება არანაკლებ 7 წლიანი დაძველების საბრენდე სპირტებისგან. დაძველებულია ქართული მუხის „იბერიკას“ კასრებში.
სითხე ოქროსფერია, ახასიათებს რბილი, ჰარმონიული ბუკეტი, ვანილისა და შოკოლადის ტონებით. აქვს ხანგრძლივი დაბოლოება, გამოირჩევა ხილისა და ჩირის გემოთი, ასევე ყვავილების ნაზი სურნელით.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არანაკლებ 5°C.