გორული მწვანე ქართლის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჯიშია. მოსავალი მიღებულია საგურამოსა და მის მიმდებარე სოფლებში. ღვინო ჩალისფერია მომწვანო ელფერით. ხასიათდება მინდვრის ყვავილების არომატით, ჰარმონიული, დაბალანსებული გემოთი და სასიამოვნო სიმჟავით. ღვინო დაძველებულია ფრანგულ მუხის კასრებში მინიმუმ 9 თვის განმავლობაში, დაძველების შემდეგი პროცესი გრძელდება ბოთლებში.
შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.