ღვინო დამზადებულია იტალიელი ენოლოგისა და მეღვინის, ვიტორიო ფიორეს მეთოდის მიხედვით. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო დამზადებულია ლეჩხუმის რეგიონში, ტვიშის მიკროზონაში დაკრეფილი ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება ღია ჩალისფრიდან, ჩალისფრამდე შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. იგრძნობა გარგარის, მსხლისა და თაფლის არომატები.
შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.