Royal XO-ს თითოეულ ანსამბლაჟს კომპანიის უხუცესები სინჯავენ. ის ასევე დეგუსტირებულია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სომელიეების მიერ და აღიარებულია ქართული წარმოების ლიდერად, უმაღლესი ხარისხის ბრენდად.
საკუპაჟე კომპოზიციაში საგანგებოდაა შერჩეული ათზე მეტი სახეობის მუხის კასრში დაძველებული საბრენდე სპირტი, რომელთაგანაც უძველესი 25 წლიანი დაძველებისაა. ის ხასიათდება ვანილის, შოკოლადის, მუხის ინტენსიური ტონებით. მუხის კასრებში მრავალწლიანმა დაძველებამ სასმელს ხავერდოვანი გემო, სიბლანტე და სირბილე შესძინა.