დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო დამზადებულია რაჭის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში გაშენებული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან.
ღვინო მუქი ლალისფერია. ხასიათდება ხავერდოვანი, სასიამოვნო სიტკბოთი და მჟავიანობით. იგრძნობა მარწყვის, კენკრის და მაყვლის არომატები.
შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.