ცქრიალა ღვინო წარმოებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით. ტეტე დე ქუვე ბარელის კუპაჟში ცოლიკოურის (2016), ჩინურისა (2017) და ხიხვის (2017) ყურძნისგან მიღებული, კასრში დავარგებული ღვინოა გამოყენებული. სასმელი ოქროსფერია და დაბალანსებული ციტრუსის არომატებით ხასიათდება, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მუხის მსუბუქ ტონებს.