ღვინო მიღებულია, ახმეტის რაონში, სოფელ ხორხელთან გაშენებული, ჩვენი კომპანიის საუკეთესო ვენახებიდან, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. ქისი მაღალხარისხიანი, უნიკალური საღვინე ჯიშია, განსაკუთრებულად მდიდარია ნაზი და სასიამოვნო არომატებით. გემო სრული და ჰარმონიული აქვს. კარგად გამოხატული ხილი მოტკბო, ძლიერი არომატით. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. რეკომენდებულია მიირთვათ 10-12 გრადუსზე გაგრილებული. საუკეთესოა სალათებთან და მსუბუქ დესერტებთან მისართმევად.