ღვინო დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, ველისციხეში, კახეთის რეგიონში გაშენებული საფერავის ყურძნის ჯიშისგან.
ნარჩევი ყურძენი ჩაიწურა და დადუღდა უჟანგავ ცისტერნებში. ჭაჭის გამოცლის შემდეგ ღვინის დავარგება სამი თვის განმავლობაში უჟანგავ ცისტერნებში მიკროოქსიგენაციის გზით მიმდინარეობს.
ღვინო მუქი ძოწისფერია, ხასიათდება მწიფე შავი ხილისა და ჩირის არომატებით, ხავერდოვანი ტანინით.