მოსავალი მიღებულია საგურამოს ველის საუკეთესო ზვრებიდან, „ჩინებულის“ ყურძნის ჯიშისგან, ძველად მას „ჩინურის“-ს სახელითაც იცნობდნენ.
დაძველებულია მუხის კასრში მინიმუმ 9 თვის განმავლობაში. ღვინო ღია ჩალისფერია, რომელიც დაძველებასთან ერთად ოქროსფერ ელფერს იძენს. მკვეთრადაა გამოხატული მინდვრის ყვავილების, მსხლისა და ატმის ტონები. ძალზე სასიამოვნო მჟავიანობის მქონე, ხალისიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.