ღვინო დამზადებულია კახური ტრადიციული მეთოდით, კახეთის რეგიონში, გურჯაანში გაშენებული რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან. ნარჩევი ყურძენი ჩაიწურა და დადუღდა ქვევრში. ჭაჭის გამოცლის შემდეგ ღვინის დავარგება ექვსი თვის განმავლობაში კვლავ ქვევრში მიმდინარეობს.
ღვინო ქარვისფერია, აქვს სრული და ხანგრძლივი გემო, დაბალანსებული ტანინითა და მჟავიანობით.
შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.