ღვინო დამზადებულია იტალიელი ენოლოგისა და მეღვინეს, ვიტორიო ფიორეს მეთოდის მიხედვით. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო დამზადებულია კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში დაკრეფილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
ბროწეულისფერი ღვინო ხასიათდება ტკბილი დაბოლოებით. არომატში იგრძნობა კენკროვანი ხილისა და ალუბლის ტონები.
შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.
შაქარი: 18-45გ/დმᶾ.