თეთრი ტკბილი ღვინო აის ვაინი – დამზადებულია ადრეული ზამთრის პერიოდში, სისხამ დილით დაკრეფილი, ვაზზე გაყინული რჩეული ყურძნისგან – ცოლიკაური. სადესერტო ღვინო მოციმციმე გამჭვირვალე ოქროსფერია, გემო ხასიათდება გამომცხვარი დაშაქრული ვაშლის, დარიჩინისა და თაფლის ტონებით. ღვინო შესანიშნავი აპერატივია. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.