KTW ჯგუფს ვენახები მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს გაშენებული. საერთო ჯამში, კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა და გურია – KTW ჯგუფმა ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გააფართოვა
კახეთში – ახმეტის მიკროზონაში – ხიხვი და ქისი, წინანდლის მიკროზონაში – კახური მწვანე, მანავის მიკროზონაში – მანავის მწვანე, ხაშმის მიკროზონაში – ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, რომელიც მცირედ გავრცელებული ჯიშია, ახაშენის მიკროზონაში – საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონაში – ქინძმარაული, ხოლო ზიარის მიკროზონაში – საფერავი გააშენა.
ქართლში – სოფელ მარანასა და ფლავისმანში – შავკაპიტო, გორული მწვანე, ბუზა, დანახარული და ის სხვა ენდემური ყურძნის ჯიშები აღადგინა-გააშენა, რომლისგანაც მშრალ ღვინოებს აწარმოებს. გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სხვა საკოლექციო ყურძნის ჯიშებით ვენახი გააფართოვა საგურამოში. რაც შეეხება დუშეთის რაიონ, სოფელ მჭადიჯვარს – ამ გამორჩეული ნიადაგის მქონე 100 ჰექტარ ფართობის მიწაზე KTW ჯგუფმა შავკაპიტოს, ხიხვის და გორული მწვანის ვაზის ჯიშები დარგო.
იმერეთში – ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ჩხავერის ჯიშის ვენახი გააფართოვა.
რაჭაში – ალექსანდროულ-მუჯულეთურის ვენახი გააშენა.
გურიაში – ჩხავერის ყურძნის ჯიშის გაშენება დაიწყო.
Село Бодбейсхеви в Сигнахском районе — это место, где группа KTW выращивает оливковые деревья. Исследования подтвердили, что почва, климатические условия и воздушная среда этого региона полностью совместимы с оливковой культурой. На этой же территории закладываются плантации орехоплодных деревьев — фундука и миндаля.
Фундук — одна из древнейших ореховых культур в Грузии. Благодаря своему экономическому значению и ежегодно растущему спросу на международном рынке, культура фундука вызывает большой интерес. Группа KTW основала фундуковые плантации в Хоби в 2017 году, высадив около 100 000 саженцев фундука грузино-итальянских сортов.