...
Layer_x0020_1 (1) (1)

აგრო სექტორის შესახებ

მევენახეობა

KTW ჯგუფს ვენახები მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს გაშენებული. საერთო ჯამში, კომპანიის ვენახების ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა. კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა და გურია - KTW ჯგუფმა ახალი ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გააფართოვა. კერძოდ, კახეთში: ახმეტის მიკროზონაში - ხიხვი და ქისი, წინანდლის მიკროზონაში - კახური მწვანე, მანავის მიკროზონაში - მანავის მწვანე, ხაშმის მიკროზონაში - ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, რომელიც მცირედ გავრცელებული ჯიშია, ახაშენის მიკროზონაში - საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონაში - ქინძმარაული, ხოლო ზიარის მიკროზონაში - საფერავი გააშენა..

ქართლში - სოფელ მარანასა და ფლავისმანში, - შავკაპიტო, გორული მწვანე, ბუზა, დანახარული და ის სხვა ენდემური ყურძნის ჯიშები აღადგინა-გააშენა, რომლისგანაც მშრალ ღვინოებს აწარმოებს. გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სხვა საკოლექციო ყურძნის ჯიშებით ვენახი გააფართოვა საგურამოში. რაც შეეხება დუშეთის რაიონ, სოფელ მჭადიჯვარს - ამ გამორჩეული ნიადაგის მქონე 100 ჰექტარ ფართობის მიწაზე KTW ჯგუფმა შავკაპიტოს, ხიხვის და გორული მწვანის ვაზის ჯიშები დარგო. იმერეთში - ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ჩხავერის, რაჭაში - ალექსანდროულ-მუჯულეთურის ვენახი გააფართოვა. გურიაში კი, ჩხავერის ყურძნის ჯიშის გაშენება დაიწყო.

ზეთისხილის პლანტაციები

სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი - ადგილი, სადაც KTW ჯგუფი ზეთისხილს აშენებს. ამავე ტერიტორიაზე შენდება კაკლოვანი ჯიშები, თხილი და ნუში. პირველ ეტაპზე ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე დაირგვება, რომელსაც მოგვიანებით 50 ჰექტარი დაემატება. მასშტაბური პროექტის დასასრულებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და 1200 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანება სრულად ორ წელიწადში დასრულდება. როგორც კვლევებმა დაადასტურა, ბოდბისხევის ამ ტერიტორიაზე ნიადაგი, კლიმატური პირობები და ჰავა აბსოლუტურად თავსებადია ზეთისხილის კულტურასთან.

თხილის პლანტაციები

თხილი, ერთ–ერთი უძველესი კაკლოვანი კულტურაა საქართველოში. თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით და საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე დიდ ინტერეს იწვევს. თხილის პლანტაციები KTW ხობმა 2017 წელს გააშენა. აქ გაშენებულია შემდეგი ქართულ-იტალიური ჯიშის თხილი, სულ გაშენებულია 99 369 ძირი თხილის ნერგი.

sep_top
ka_GEGeorgian
DSC05504-HDR
9W1A1531 (1)
67
DSC07638-HDR
Dh9lOTRj12J-z-0-y-64200781adc8b904c3369097
RT4d2FjvfcM-z-0-y-642011787cb3b9797b2f9fb0
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.