...

საწარმო

პატარძეულის ღვინისა და ბრენდის საწარმო

პატარძეულის საწარმო კახეთში, საგარეჯოს რაიონში მდებარეობს, რომელიც სამი ძირითადი კორპუსისაგან და თითოეულ მათგანში ინდივიდუალურად ხდება ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის წარმოების ტექნოლგიური პროცესების გადანაწილება. აქ ერთ საათში 10 500 ბოთლი ბრენდის წარმოება ხდება.

პატარძეულის საწარმო ალტერნატიული ენერგიის წყაროთი - მზის პანელებითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიის ბუნებრივი გზით მიწოდებას უზრუნველყოფენ. საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული ტურისტული სივრცე და ღვინის სახლი. საწარმო ყოველ დღე ათასობით ტურისტს მასპინძლობს.

61291910_367542003877207_928539137319895040_n

საწარმო

ველისციხე-მუკუზანის მეღვინეობა და დისტილერია

კახეთში, სოფელ ველისციხეში, იტალიური ღვინის მწარმოებელი ბრენდის Della Toffola-ს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმო მდებარეობს, რომელიც ორი საამქროსგან შედგება. პირველ საამქროში ყურძნის მიღება- გადამუშავება ხდება, მეორეში კი, - დაღვინებული მასალების შენახვა.

საწარმოს ერთ დღეში 1000 ტონა საღვინე და 1500 ტონა საბრენდე ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. საამქროებში განთავსებულია 36 ტონიანი 40 ცისტერნა, რომელშიც 12 000 ტონა საბრენდე, ხოლო 7000 ტონა საღვინე მასალის შენახვაა შესაძლებელი.

303412331_574202091160504_8152900128938531857_n (1)

საწარმო

შატო მანავი

„შატო მანავის“ საწარმო კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ მანავში მდებარეობს, რომელიც 2017 წელს გაიხსნა. აქ კომპანიის ის ძირითადი ასორტიმენტი იწარმოება, რომელიც ექსპორტზე გადის.

საწარმო აღჭურვილია ჩამოსხმის ორი ხაზით. აქ ერთ დღეში 300 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავებაა შესაძლებელი. ერთ საათში კი, საწარმოს 10 000 ბოთლი ღვინისა და 2 500 ბოთლი ცქრიალა ღვინის წარმოება შეუძლია. შატო მანავის ბაზაზეა ქიმიური ლაბორატორიაც, სადაც მიღებული მასალისა და საბოლოო პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

შატო-მანავი

საწარმო

ქედის მეღვინეობა

ქედის საწარმო დასავლეთ საქართველოში, აჭარის რეგიონში მდებარეობს. აქ ღვინო ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან იწარმოება. საწარმოს მიზანიც ეს არის, - ხელი შეუწყოს ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას.

საწარმოს ერთ დღეში 80 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. ერთ საათში კი, 2000 ბოთლი ღვინის წარმოება შეუძლია.

305774482_505840414878078_6710517324331471256_n
sep_top
ka_GEGeorgian
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.