„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. KTW ჯგუფის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას, სტუმარ-მასპინძლობა – ღვინის ტურიზმს, აგრონომიულ საქმიანობას, დეველოპმენტს, სასურსათო წარმოებასა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელს „ვინჩერო“.
დღეს, კომპანიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 3 საწარმო ერთიანდება : ველისციხე-მუკუზანის მეღვინეობა და დისტილერია, შატო მანავი, პატარძეულის ღვინისა და ბრენდის საწარმო, ქედის მეღვინეობა. ასევე, ხილის, ბოსტნეულისა და თაფლის გადამამუშავებელ 2 საწარმოს ქედასა და ჩოხატაურში – ბრენდი „ნენა“.
კომპანია აქტიურად არის ჩართული ჰორეკა სექტორში, სოფლის მეურნეობის სექტორში, მშენებლობასა და დეველოპმენტში, ადგილობრივ დონეზე და ევროპის მასშტაბით მესამე მხარის საქონლის იმპორტსა და დისტრიბუციაში. კომპანიის პოტენციალი წელიწადში ითვლის 10 000 ტონა ღვინის მასალას და 20 000 ტონას სასპირტე მასალას ბრენდის დასამზადებლად.
კომპანიის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც ანთიმოზ ჩხაიძემ დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის სოფელ ასკანაში, ღვინის მარანი დააფუძნა. მან ისეთი იშვიათი და გამორჩეული ქართული ღვინის წარმოებით გაითქვა სახელი, როგორიცაა: ჩხავერი, ცოლიკოური და ჯანი.