„ვინჩერო“ KTW ჯგუფის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ახალი ქსელია. მაღაზიების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ცისტერნიდან ჩამოსასხმელი ღვინოა, რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული და ყურძნის თავდაპირველ არომატსა და გემოს სრულფასოვნად ინარჩუნებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზევე დააგემოვნონ და შეიძინონ ცისტერნიდან ჩამოსხმული ღვინო.
„ვინჩეროში“ აგრეთვე წარმოდგენილია KTW ჯგუფის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „შატო ასკანა“, „გურამიშვილის მარანი“, „შატო მანავი“, „ძველი კახეთი“ და სხვა. მაღაზიაში დაგხვდებათ „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქცია.