საქართველო ოდითგანვე ცნობილია ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რომელიც გამორჩეული გემოვნური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. „ნენა“-ს პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების და ძველი საოჯახო რეცეპტების შერწყმის შედეგად მიღებული საუკეთესო მაგალითია, რომელიც ადგილობრივი ფერმერების მიერ დამუშავებული და მოყვანილი უმაღლესი ხარისხის ქართული, 100% ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება.
კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა – „ნენა“ 40-მდე დასახელების პროდუქციას ჩოხატაურში და 30-მდე დასახელების პროდუქციას ქედაში აწარმოებს, კერძოდ: კომპოტებს, მურაბებს, მარინადებს, ჯემებს, ტყემალ-საწებლებსა და თაფლს. „ნენა“ ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გადის: ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, გერმანია, ლატვია და ყაზახეთი. „ნენა“-ს პროდუქცია არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, გმო-ს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აკრძალულია საქართველოსა და ევროკავშირში.