სასმელი მზადდება ყურძნის ჭაჭისაგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, რომელიც დასაბამს კახეთიდან იღებს. კლასიკური მეთოდის თანახმად, ყურძნის ჭაჭა, ღვინოსთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვევრში ინახება. გაზაფხულზე ამოიღებენ ქვევრიდან და გამოხდიან. ძველად ეს ხდებოდა ქვის, ახლა კი, უკვე – სპილენძის ჭურჭელში.
თაფლი ჭაჭას სძენს გამორჩეულ, დელეკატურ არომატსა და გემოვნურ თვისებებს. რეკომენდირებულია მიირთვათ ცივი, სეზონურ ხილეულსა და დავარგებულ ყველეულთან ერთად.