სასმელი მზადდება ყურძნის ჭაჭისაგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, რომელიც დასაბამს კახეთიდან იღებს. კლასიკური მეთოდის თანახმად, ყურძნის ჭაჭა, ღვინოსთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვევრში ინახება. გაზაფხულზე ამოიღებენ ქვევრიდან და გამოხდიან. ძველად ეს ხდებოდა ქვის, ახლა კი, უკვე – სპილენძის ჭურჭელში.
ტარხუნა ჭაჭას სძენს მომწვანო შეფერილობასა და სასიამოვნო არომატს. რეკომენდირებულია მიირთვათ ცივი, კახური ზეთით შეკაზმულ ქართულ ბოსტნეულთან ერთად.