გურული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მიზნით, KTW ჯგუფმა შატო ასკანა 2021 წელს ააშენა. შატო ასკანაში ღვინო ევროპული მეთოდით იწარმოება, ცქრიალა ღვინო კი – კლასიკური მეთოდით, რომელიც მუხის კასრებში ძველდება.
შატო ასკანაში ღვინო გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომელიც როგორც გურიაში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშია მოწეული: გურია – საკმიელა, ცოლიკოური და ჩხავერი. იმერეთი – ცოლიკოური და კრახუნა. რაჭა-ლეჩხუმი – ცოლიკოური. აჭარა – ჩხავერი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩხავერის ყურძნის ჯიშისგან როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი ღვინო იწარმოება.
შატოში ცქრიალა ღვინის დაძველება მინიმუმ 1,5-2 წლის, მაქსიმუმ – 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება. წყნარი ღვინო კი, 6-7 თვის შუალედში იწარმოება.
During the harvest season, Chateau Askana processes between 100 and 1,200 tons of grapes.
შატო ასკანა – გურული მეღვინეობის ხვალინდელი დღე!