სამშენებლო-დეველოპერული კომპანია KTW DEVELOPMENT 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა საპროექტო-სამშენებლო ხაზის სრულ პაკეტს მოიცავს და მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნებს, საქმიანობაში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების დანერგვით, სრულად აკმაყოფილებს. კომპანიის დაარსების პერიოდში კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, ეს წინაპირობა დიდ შესაძლებლობად იქცა.
„მთაწმინდა პანორამა“ – კომპანია KTW Development-ის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში – მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე მდებარეობს. „მთაწმინდა პანორამა“ 21 ბინას აერთიანებს. კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა და ძველი თბილისის ხიბლს სრულად ინარჩუნებს.
მთაწმინდის ფერდობი თბილისის მთავარი ფილტვებია. ის ზღვის ზონიდან დედაქალაქის ყველაზე მაღალი რეკრეაციული ზონაა, სადაც ჩვენი პროექტი მდებარეობს. ეკოლოგიურად სუფთა გარემო პროექტის მთავარი პრიორიტეტია.
„მთაწმინდა პანორამა“ დახურულ აუზს, სავარჯიშო სივრცეს, მიწისქვეშა პარკინგს, ოთხ კომერციულ სივრცეს, გამწვანებულ და საბავშვო ატრაქციონებით კეთილმოწყობილ ეზოს აერთიანებს.