ღია ყავისფერი შეფერილობის, ნაკლებად ტკბილი და ძალიან არომატული პროდუქტი, რომელიც ალპური ზონის სამკურნალო მცენარეებისაგან მზადდება. თაფლის ეს სახეობა შეიცავს მრავალ სასარგებლო მიკროელემენტსა და მინერალს, ხასიათდება მაღალი ანტიბაქტერიული თვისებებით. პროდუქტი ორგანიზმს ამარაგებს ენერგიით და შეუდარებელია ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად.