გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. რესტორანი ისტორიული მარნის სივრცეშია განთავსებული, რომელიც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. რესტორნის სივრცე ინტერიერითა და ექსტერიერით ამ ისტორიული ადგილის მნიშვნელობას სრულად იზიარებს და წარსულის შესახებ თანამედროვე ელემენტებით მოგვითხრობს.
„გურამიშვილის მარნი“ – ადგილი, რომელიც უკვე წლებია ქართული მეღვინეობის, სტუმართმოყვარეობისა და დაუვიწყარი ღონისძიებების ნაწილია. რესტორანი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს – დაწყებული ოჯახური შეხვედრებით, დასრულებული კორპორატიული საღამოებით, ქორწილებითა და თიმ ბილდინგებით.
„გურამიშვილის მარანი“ 4 ტიპის სადღესასწაულო დარბაზს აერთიანებს:
მთავარი დარბაზი – ღია და ელეგანტური სივრცე, რომელიც დაახლოებით 300 ადამიანს მასპინძლობს. იდეალურია დიდი ღონისძიებებისთვის.
ორანჟერეა – მყუდრო, სიმწვანეში ჩაფლული სივრცე. გათვლილია 70 სტუმარზე. შესაფერისია დახურული ტიპის მიღებებისთვის ან ატმოსფერული ვახშმებისთვის.
ღია ტერასა – მოწყობილია კლასიკურ სტილში და ამშვენებს ფრანგული ვიტრაჟები. ტერასა 80 ადამიანს მასპინძლობს.
თეთრი აივანი – ღია სივრცე, რომელიც იდეალურია 50 სტუმრისთვის.
რესტორნის მენიუში კერძების ფართო ასორტიმენტი ქართული და ევროპული სამზარეულოდანაა წარმოდგენილი. რესტორნის ეზო მარადმწვანე მცენარეებითა და ყვავილებითაა მოწყობილი, სადაც იშვიათი ყურძნის ჯიშების ვენახსაც შეხვდებით. აქვეა სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც სტუმრებს ღვინისა და სხვადასხვა კერძის დაგემოვნება შეუძლიათ. ამ სივრცეშივე ეწყობა მასტერკლასები და თემატური საღამოები.