...

ტერავინო

ტერავინო - რესტორანი ყაზბეგში, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს.
რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი. ტერასას კი, 100 სტუმრის მიღება შეუძლია.
„ტერავინოს“ სამზარეულო ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხედვების სინთეზია. თავად კონცეფცია და დიზაინი  მინიმალისტურია და ავთენტურად ერწყმის გარემოს.

აქ როგორც ადგილობრივების მიერ მოხევურ, ხელით მოხვეულ, ასევე ქალაქურად მომზადებულ ხინკალს შეხვდებით. საკმაოდ ვრცელ მენიუში მთის ხაჭაპურს - ფხლოვანას და ჭახრაკინასაც იპოვით.
„ტერავინოში“ ბრენდთან და ჭაჭასთან ერთად, 80-ზე მეტი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. მუკუზნის, ქინძმარაულის, კახურისა და წინანდლის ღვინოების დაგემოვნება კი, პირდაპირ უჟანგავი ფოლადის ცისტერნებიდანაა შესაძლებელი. ბარის და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.

ka_GEGeorgian
DSC05504-HDR
9W1A1531 (1)
67
DSC07638-HDR
Dh9lOTRj12J-z-0-y-64200781adc8b904c3369097
RT4d2FjvfcM-z-0-y-642011787cb3b9797b2f9fb0
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.