KTW
  • Geo
  • Eng
  • Rus
  • Pln

მაღაზია

KTW
  • Geo
  • Eng
  • Rus
  • Pln
  • Geo
  • Eng
  • Rus
  • Pln

გურამიშვილის მარანი

გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. რესტორანი ისტორიული მარნის სივრცეშია განთავსებული, რომელიც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა.

მარანი

გურამიშვილის მარანი

გურამიშვილის მარანი საგურამოში, თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. რესტორანი ისტორიული მარნის სივრცეშია განთავსებული, რომელიც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. რესტორნის სივრცე ინტერიერითა და ექსტერიერით ამ ისტორიული ადგილის მნიშვნელობას სრულად იზიარებს და წარსულის შესახებ თანამედროვე ელემენტებით მოგვითხრობს.

 

რესტორნის მენიუში კერძების ფართო ასორტიმენტი ქართული და ევროპული სამზარეულოდანაა წარმოდგენილი. რესტორნის ეზო მარადმწვანე მცენარეებითა და ყვავილებითაა მოწყობილი, სადაც იშვიათი ყურძნის ჯიშების ვენახსაც შეხვდებით. აქვეა სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც სტუმრებს ღვინისა და სხვადასხვა კერძის დაგემოვნება შეუძლიათ. ამ სივრცეშივე ეწყობა მასტერკლასები და თემატური საღამოები.

 

რესტორნის დიდი დარბაზი 200 სტუმრისათვისაა და მას შეუძლია ქორწილებსა და სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს. ორანჟერეა კი, 70 ადამიანზეა გათვლილი. უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი გურამიშვილის მარანი შესანიშნავი ადგილია ღვინისა და გასტრონომიის მოყვარულთათვის.

DSC06369-HDR

რესტორანი „ორბელიანი გარდენი“ თბილისის ცენტრში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე მდებარეობს.

Address

Tel:

595 01 77 99

Email