აკაციის თაფლს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. პროდუქტი არ შეიცავს გლუკოზას და შედგება მხოლოდ ფრუქტოზისაგან, ამიტომ მისი მირთმევა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც შეიძლება. აკაციის თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის, რადგან მას ანტიბაქტერიული თვისებები ახასიათებს და ჭარბად შეიცავს A ვიტამინს.