პატარძეულის საწარმო კახეთში, საგარეჯოს რაიონში, თბილისიდან 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
საწარმო სამი ძირითადი კორპუსისაგან შედგება და თითოეულ მათგანში ბრენდის, ჭაჭისა და ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გადანაწილება ინდივიდუალურად ხდება.
აქ ერთ საათში 10 500 ბოთლი ბრენდის წარმოება ხდება. საწარმოში ღვინო-მასალის შესანახი 78 ცისტერნაა განთავსებული.
პატარძეულის საწარმო ალტერნატიული ენერგიის წყაროთი - მზის პანელებითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიის ბუნებრივი გზით მიწოდებას უზრუნველყოფენ.
საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია ტურისტული სივრცე და ღვინის სახლი. საწარმო ყოველ დღე ათასობით ტურისტს მასპინძლობს, რომლებსაც 14 სახეობა ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის დაგემოვნება უშუალოდ ცისტერნებიდან და ფრანგული მუხის კასრებიდან შეუძლიათ.
კახეთში, სოფელ ველისციხეში, იტალიური ღვინის მწარმოებელი ბრენდის Della Toffola-ს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმო მდებარეობს, რომელიც ოთხი საამქროსგან შედგება. პირველ ორ საამქროში ღვინისთვის ყურძნის მიღება-გადამუშავება ხდება, მესამეში - დაღვინებული მასალების შენახვა, მეოთხეში კი - საბრენდე ყურძნის მიღება-გადამუშავება.
საწარმოს ერთ დღეში 1000 ტონა საღვინე და 1500 ტონა საბრენდე ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. საამქროებში ღვინის საწარმოებლად განთავსებულია 36 ტონიანი 165 ცისტერნა, 100 ტონიანი 10 ცისტერნა და 120 ტონიანი 15 ცისტერნა. რაც შეეხება ბრენდის წარმოებას, სივრცეში იტალიური წარმოების სპირტსახდელი და 100 ტონიანი 90 ცისტერნაა განთავსებული.
ველისციხე-მუკუზანის მეღვინეობა და დისტილერიის ტერიტორიაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზია-სალონი მდებარეობს, რომელიც ყოველდღიურად ათობით ტურისტს მასპინძლობს.
„შატო მანავის“ საწარმო კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ მანავში მდებარეობს. საწარმო 2017 წელს გაიხსნა. აქ კომპანიის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ის ძირითადი ასორტიმენტი იწარმოება, რომელიც ექსპორტზე გადის.
საწარმოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, იტალიური წარმოების ღვინისა და ცქრიალა ღვინის წარმოების ოთხი ხაზია მოწყობილი. დამატებით, სივრცეში 5 000 ტონიანი სპირტსაცავია განთავსებული.
შატო მანავის საწარმოში ერთ დღეში 300 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავებაა შესაძლებელი. ერთ საათში კი, საწარმოს 10 000 ბოთლი ღვინისა და 2 500 ბოთლი ცქრიალა ღვინის წარმოება შეუძლია. შატო მანავის ბაზაზეა ქიმიური ლაბორატორიაც, სადაც მიღებული მასალისა და საბოლოო პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.
ქედის საწარმო დასავლეთ საქართველოში, აჭარის რეგიონში მდებარეობს. აქ ღვინო ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან იწარმოება. საწარმოს მიზანიც ეს არის - ხელი შეუწყოს ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას.
საწარმოს ერთ დღეში 80 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. ერთ საათში კი, 2000 ბოთლი ღვინის წარმოება შეუძლია.
საწარმოს ტერიტორიაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზია-სალონი მდებარეობს. ქედის მეღვინეობა მიმზიდველია უცხოელი ვიზიტორებისთვის და ასობით ტურისტს მასპინძლობს.