დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო დამზადებულია ლეჩხუმის რეგიონში, ტვიშის მიკროზონაში გაშენებული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ღია ჩალისფერია. ხასიათდება ნაზი, ჰარმონიული გემოთი, ჯიშური არომატითა და სასიამოვნო სიტკბოთი. რეკომენდებულია მიირთვათ 14-16°C.